
ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლა გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა.
22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს, სკოლაში, სპეციალური მასწავლებლის - ანა ცერცვაძის ხელმძღვანელობით, მეორე კლასის მოსწავლეებთან ერთად, განხორციელდა პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია!“
პროექტი მიზნად ისახავდა:
1.ეკოლოგიური ცნობიერების და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რათა მოსწავლეებმა უფრო ნათლად დაინახონ ადამიანის ქმედების პირდაპირი გავლენა გარემოზე.
2.ემპათიისა და მორალური ფასეულობების ჩამოყალიბებას, რათა ისწავლონ დედამიწასთან ჰარმონიაში ცხოვრების მნიშვნელობა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, გააფერადეს ნახატები, წაიკითხეს ლექსები დედამიწაზე, უყურეს ანიმაციას, მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შექმნეს ზღაპარი.
პროექტის ბოლოს, მოსწავლეებს გადაეცათ მწვანე ბარათი, დედამიწის დღისადმი დაგეგმილ აქტივობებში, აქტიური მონაწილეობისათვის.
იხილეთ ფოტოები: