
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის IVდ კლასში სახელმწიფო ენის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო ლექცია ჩატარდა.
სტუმრად მიწვეულმა ქართველოლოგმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა და ცნობილმა კალიგრაფმა, ფიქრია ჭაბუკიანმა მოსწავლეებს ქართული ანბანის ისტორიისა და განვითარების ეტაპების შესახებ საინტერესო ლექცია ჩაუტარა. ბავშვებმა დაათვალიერეს უძველესი ხელნაწერების ნიმუშები და გაიღრმავეს ცოდნა ქართული დამწერლობის წარმომავლობისა და განვითარების შესახებ.
გაკვეთილის პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეები კალიგრაფიის სამყაროს ეზიარნენ, გაიაზრეს კალიგრამის არსი და თავადაც შექმნეს ნამუშევრები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა შემეცნებითი ვიქტორინა, სადაც გუნდები ერთმანეთს სისხარტესა და ცოდნაში შეეჯიბრნენ.
აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილეს სამახსოვროდ გადაეცა ქალბატონი ფიქრიას მიერ კალიგრაფიულად შესრულებული საკუთარი სახელები.
„IVდ კლასში ემოციებით სავსე შეხვედრა შედგა, მადლობას ვუხდით ძვირფას სტუმარს მობრძანებისა და საინტერესო, პროდუქტიული დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: