„არა ბარბარიზმებს!“ – ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში
29-04-2026

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში III კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელის თამარ მიქაძის ინიციტივითა და ორგანიზებით, შემეცნებითი და სოციალური აქტივობა განახორციელეს.

მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები და ფლაერები თემაზე – „არა ბარბარიზმებს!“, რომლის მიზანიც ქართული ენის სისუფთავის დაცვასა და სწორი მეტყველების პოპულარიზაციაზე ცნობიერების ამაღლება იყო. 

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ფლაერები. მათ გარშემო მყოფ ადამიანებს გაუზიარეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი ქართული მეტყველება და როგორ უნდა ავირიდოთ ბარბარიზმები.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და მშობლიური ენისადმი სიყვარულის გაღრმავებას.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203