ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლაში გამორჩეულად აღნიშნეს 14 აპრილი - ჩვენი ღვთაებრივი საუნჯის, ქართული ენის დღე.
ყველაზე ძვირფასი, წმინდა, სათუთი და მრავალსაუკუნოვანი ჩვენი ენა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ყველა ჩვენგანისგან და ამიტომ ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დაწყებითი კლასების მასწავლებელ თამარ წიქარაძის ხელმძღვანელობით, განსაკუთრებულად საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით წარმოადგინეს ლექსები და სიმღერები, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშობლიური ენის სილამაზეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ი. გოგებაშვილის წინასწარ წაკითხული მოთხრობების მიხედვით შექმნილმა კომიქსებმა, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებმა შექმნეს კედლის გაზეთი თემაზე - „ნახატებით გაცოცხლებული დედაენა“, რომელიც სავსე იყო ფერებით, ემოციებით და სიყვარულით.
„ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად სახალისო, შემოქმედებითი და დასამახსოვრებელი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


