
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია.
ინოვაცია, ემოცია და ცოდნის ზეიმად იქცა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი.
IVდ კლასის მოსწავლეებმა Kahoot-ის პლატფორმაზე, პერსონალური კომპიუტერებისა და პროექტორის გამოყენებით, ინგლისურენოვანი ქვიზი გაიარეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა დაუვიწყარი ემოციები, ჯანსაღი კონკურენცია და ბევრი ახალი ცოდნა მიიღეს.
ინტეგრირებულ გაკვეთილს უძღვებოდნენ: კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ზურა ხაკიანი და ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ციცვიძე.
იხილეთ ვიდეო: