
ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის ისტორიული თარიღი, რომელიც აღნიშნავს მეორე მსოფლიო ომის დასრულება ევროპაში. მომენტს, როცა ნაცისტურმა გერმანიამ ოფიციალურად კაპიტულაცია გამოაცხადა.
ეს დღე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღინიშნება: 8 მაისი - დასავლეთ ევროპაში და აშშ-ში, ცნობილი როგორც Victory in Europe Day (VE Day); 9 მაისი - ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რადგან კაპიტულაციის ხელმოწერა მოსკოვის დროით უკვე 9 მაისზე გადავიდა.
დიდი ამბის მოკლე ისტორია:
1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, წითელ, აგურებიანი სკოლის შენობაში, ცენტრალური ევროპის დროით 02:41 წუთზე გერმანელი გენერალი ალფრედ იოდლი (გერმანიის სამხედრო საქმეთა დაგეგმვისა და აღსრულების უმაღლესი ორგანოს მეთაური) გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელით ხელს აწერს საერთო კაპიტულაციას მოკავშირეთა წინაშე.
დოკუმენტი, რომელიც ბერლინის კაპიტულაციას იუწყებოდა ხუთი პუნქტისგან შედგება. მასში წერია, რომ გერმანია მოკავშირეთა ძალებსა და სამხედრო სარდლობას ნებდებოდა. მეორე პუნქტში კი ვკითხულობთ:
`გერმანიის სარდლობა დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას ყველა გერმანელ სამხედროს, საზღვაო და საჰაერო მმართველობასა და გერმანიის კონტროლ ქვეშ არსებულ ძალებს, რომ შეწყვიტონ აქტიური ოპერაციები ცენტრალური ევროპის დროით 23:01 საათზე, 8 მაისს და რომ დარჩნენ იმ დროისთვის დაკავებულ პოზიციებზე”.
მაგრამ საბჭოთა კავშირმა ის დოკუმენტი არ ცნო და კაპიტულაციის აქტის ხელმოწერა გერმანიაში მოითხოვა.
სტალინის მოთხოვნით, იდენტური შინაარსის კაპიტულაციას ხელმეორედ მოეწერა ხელი 8 მაისს ღამით ქალაქ ბერლინში საბჭოელთა შტაბბინაში. ამჯერად ხელშეკრულებას გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა ფელდმარშალი კაიტელი (ფელდმარშალი გენერლის უმაღლესი რანგი იყო), საბჭოთა კავშირის მხრიდან კი - მარშალი ჟუკოვი. სტალინის მოთხოვნით ხელმოწერილი დოკუმენტი ყველა მხარემ სცნო და აღიარა.
გერმანიის უპირობო კაპიტულაციის აქტის ბოლო გვერდი:
