
23 აპრილს, წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის არაფორმალური განათლების IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) ჯგუფში 3D მოდელირების და ხელოვნურ ინტელექტთან ეფექტური კომუნიკაციის კურსი დაიწყო.
თელავის STEP აკადემიიდან მიწვეულ ლექტორთან გაცნობითი და საინფორმაციო ხასიათის პირველი შეხვედრა შთამბეჭდავად წარიმართა.
სწავლა-თამაშის მეთოდით გაზიარებული სასწავლო პროცესი გიმნაზიელებისთვის შემეცნებითი, სახალისო და ინფორმაციული იყო.
კურსის განმავლობაში სკოლა- გიმნაზიის მოსწავლეები შეისწავლიან:
აღნიშნული სასწავლო პროგრამა ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის და IT აკადემია STEP თელავი -ს თანამშრომლობის საფუძველზე.