
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაწყებულია.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულება მომავალ მოსწავლეებს სთავაზობს სრულყოფილ, უსაფრთხო და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.სკოლა უზრუნველყოფს სუფთა და კეთილმოწყობილ სივრცეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც უსაფრთხოებას, ისე შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
სასწავლო პროცესს წარმართავენ კვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც თანამედროვე მეთოდებით ზრუნავენ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ წინსვლაზე. სასწავლო პროგრამასთან ერთად, სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის წრეები რაც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ინტერესები და ნიჭი გამოავლინონ. დამატებით, ხელმისაწვდომია გახანგრძლივებული სწავლების სერვისი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლებისთვის. სკოლა ასევე უზრუნველყოფს ერთჯერად კვებასა და მოსწავლეთა ტრანსპორტირებას.
სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია: