
„ციფრული წერა - თანამედროვეობის აუცილებელი უნარია. თანამედროვე სამყაროში კლავიატურის ფლობა ისეთივე აუცილებელი უნარია, როგორც კალმით წერა“,- აღნიშნავენ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის №32 საჯარო სკოლაში, სადაც მე-6 კლასელებისთვის კლავიატურაზე სწრაფი ბეჭდვის ჩემპიონატი ჩატარდა.
ჩემპიონატი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და ბავშვებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლები: ზურაბ ხაკიანი და დოდო ხობელია.
ყველაზე სწრაფი კი აღმოჩნდა:
გამარჯვებულებმა საოცარი სიზუსტე და სისწრაფე აჩვენეს.
სკოლაში მათ წარმატებას ულოცავენ და ახარებთ მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და ენთუზიაზმი.
„გილოცავთ ამ წარმატებას! მოხარული ვართ, რომ მოსწავლეები ასეთი მონდომებით ემზადებიან ტექნოლოგიური მომავლისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სწრაფი ბეჭდვა ბავშვებს ეხმარება: დაზოგონ დრო დავალებების შესრულებისას, მოახდინონ ფოკუსირება აზრებზე და არა ღილაკების ძებნაზე, განავითარონ თვალისა და ხელის კოორდინაცია.
იხილეთ ფოტოები: