კუშის საჯარო სკოლაში 9 და 14 აპრილი საინტერესო საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიებებით აღინიშნა 
29-04-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლაში აღინიშნა 9 და 14 აპრილი - თაირიღები, რომლებიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლასა და სახელმწიფო ენის მნიშვნელობას გვახსენებს. 

კუშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას, მოამზადეს პლაკატები და წაიკითხეს თემატური ლექსები. მოსწავლეებმა მოიძიეს დეტალური ინფორმაცია 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენების შესახებ ისაუბრეს. 

14 აპრილს გამართული ღონისძიება კი მიეძღვნა დედაენის დღეს, მოსწავლეებმა შექმნეს და  წარადგინეს ხელნაკეთი თემატური ნამუშევრები. ასევე წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და დამწერლობის უნიკალურობაზე. გააცნობიერეს სახელმწიფო ენის მნიშვნელობა ერის იდენტობის შენარჩუნებაში. 

იხილეთ ფოოტები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203