სპასოვკის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გევორგ წარუკიანმა თავისუფალ ჭიდაობაში, რეგიონის პირველობა მოიპოვა
30-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში სკოლაში მოსწავლის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

18 აპრილს, ნინოწმინდაში გაიმართა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026“, სადაც თავისუფალ ჭიდაობაში, სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გევორგ წარუკიანმა წარმატებით იასპარეზა. 

მოსწავლემ 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში, დამსახურებული გამარჯვება და რეგიონის პირველობა მოიპოვა მოიპოვა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„მან ღირსეულად იასპარეზა და  მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება. სკოლა მადლობას უცხადებს  ღირსეულ მოჭიდავესა და თავის აქტიურ მწვრთნელ, ავთანდილ ვანაძეს. წარმატებები!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203