შთამბეჭდავი ღონისძიება და ქართული ენის ზეიმი სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში
29-04-2026

ენა ერის იდენტობისა და თავისუფლების მთავარი საყრდენია, რომლის დაცვა და სიყვარული სკოლის მერხიდან იწყება. სწორედ ამ დიდებულ მიზანს ემსახურებოდა 14 აპრილს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება - ეს იყო დღე, როდესაც სკოლის თითოეულმა კუთხემ ქართული სიტყვის მადლით გაიღვიძა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ სახელმწიფო ენა ქვეყნის კულტურისა და ისტორიის უმთავრესი საგანძურია.

საზეიმო განწყობა მთელ სკოლას გასდევდა, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი პროგრამა, კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ქართული ენის თავგადასავალი, ბრძოლა გადარჩენისთვის და ისტორიული მნიშვნელობა. 

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქართული კალიგრაფიის კონკურსმა, რომელიც ქართული დამწერლობის უნიკალობისა და სილამაზის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. გამარჯვებული მეგი მიქელაძე გახდა, რომლის ნამუშევარიც დახვეწილობითა და კალიგრაფიული ოსტატობით გამოირჩეოდა. ეს დღე სპასოვკის N1 საჯარო სკოლის ცხოვრებაში მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი, შემოქმედებითი შრომის მაგალითად იქცა, რომელმაც გააღვივა სიყვარული სახელმწიფო ენის მიმართ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203