
2026 წელს 1700 წელი გავიდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ სხვადასხვა აქტივობა დაგეგმა.
მათ შორის არის პედაგოგ ხათუნა ჩიტორელიძის პროექტი სახელწოდებით - „1700 წელი ქრისტიანობის ნათელში“, რომელიც მან სკოლის მე-10ბ კლასის (დამრიგებელი ირმა ბაბულაშვილი) მოსწავლეთა მონაწილეობით განახორციელა. მოსწავლეებმა ინტერესით იმუშავეს პროექტზე და დერეფანში განათავსეს თემატური სტენდი.
„ეს მნიშვნელოვანი თარიღი გვახსენებს იმ ისტორიულ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა ქართველი ერის სულიერი და კულტურული გზა საუკუნეების მანძილზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სტენდის განთავსების მიზანია მოსწავლეებს და სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენოს ჩვენი ქვეყნის სულიერი ისტორია და ის ღირებულებები, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ერი.
„ქრისტიანობა საქართველოსთვის მხოლოდ რელიგია არაა, ეს არის კულტურა და ეროვნული იდენტობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა“,- ამბობენ სკოლაში.