
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნა. სკოლის პატარა მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ გარემოსდაცვით ღონისძიებებში და საკუთარი ხედვები გაუზიარეს ერთმანეთს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ბუნებაზე ზრუნვის აუცილებლობაზე, გააზიარეს საკუთარი იდეები და მაგალითებიც მოიყვანეს, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკოლოგიურად უფრო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება. მათი ჩართულობა და გულწრფელი დამოკიდებულება ნათლად აჩვენებდა, რომ გარემოსდაცვითი ცნობიერება სწორედ ბავშვობიდან ყალიბდება.
იხილეთ ვიდეო: