ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო ფესტივალზე ხმლით ფარიკაოობაში წარმატებით იასპარეზეს როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში
29-04-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე. თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ U14 ასაკის გოგონათა საერთაშორისო ფესტივალზე (ტურნირზე) ხმლით ფარიკაობაში გოგონებმა გუნდურ შეჯიბრში საპატიო მესამე ადგილი დაიკავეს.

ტურნირში განსაკუთრებულად გამოირჩა ელენე ინასარიძე, რომელმაც ინდივიდუალურ ასპარეზში 158 მონაწილეს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც დიდი მიღწევაა როგორც მისთვის, ისე ქართული ფარიკაობისთვის.

აღსანიშნავია, რომ გუნდის წევრებს შორის ორი წარმატებული სპორტსმენი - ელენე ინასარიძე და ანთუსა ჩელიძე ქუთაისის N32 საჯარო სკოლის VIIIა კლასის მოსწავლეები არიან.

სკოლისა და VIII კლასის სახელით გულითადი მილოცვა ეკუთვნით როგორც წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე მათ მწვრთნელს, დათო ბუხაიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ შედეგის მიღწევაში.

მათ წარმატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ქალაქ ქუთაისისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. სკოლის დირექცია მომავალშიც არაერთ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მოსწავლეებს!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203