ბეშთაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარინა კურდოვმა და ელენე შაინიძემ „თავისუფლების თამაშებზე“ ბრწყინვალედ იასპარეზეს
29-04-2026
 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი წარმატება კი საამაყო. 

სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სპორტულ პროექტს - „თავისუფლების თამაშები 2026“ და ბრწყინვალედ იასპარეზეს. 

სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა - მარინა კურდოვმა და ელენე შაინიძემ მძლეოსნობაში პირველი ადგილი დაიკავეს. 

სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და ბავშვებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სპორტულ პროექტს საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, მუნიციპალიტეტების სპორტის სამსახურების თანადგომითა და მონაწილეობით ახორციელებს. თამაშები ყოველწლიურად 9 აპრილიდან 26 მაისის პერიოდში იმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203