ქუთაისის N4 სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას - მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ - დაესწრნენ
29-04-2026

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას - „მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ინოვაციების ეკოსისტემის შესახებ, გაეცნენ 2026 წლის პროგრამებს და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სემინარში, სადაც ნახეს 3D მოდელირებისა და ბეჭდვის პროცესი. სემინარში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა XI კლასის მოსწავლე ლიზი შავგულიძე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობა იყო საინტერესო და შემეცნებითი, რაც კიდევ უფრო ზრდის მოსწავლეთა ინტერესს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203