გორელოვკის N3 სკოლაში სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
29-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სიახლეებს დაეთმო.

სკოლას სტუმრობდნენ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ნინოწმინდის მუნიციპალური განყოფილების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა ​საკანონმდებლო ცვლილებებზე: მოსწავლეებმა მიიღეს ზუსტი ინფორმაცია სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შესული ბოლო ცვლილებების შესახებ.

პრეზენტაციამ და ვიდეომასალამ კი მოსწავლეებისთვის საკითხი კიდევ უფრო გასაგები და საინტერესო გახადა.

„დღეს ჩვენს სკოლაში მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი დღე იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან სტუმრებს საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრისთვის. 

​მადლობას ვუხდით სტუმრებს მობრძანებისთვის, ჩვენი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისთვის და იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისთვის, რაც მათ მომავალი ნაბიჯების დაგეგმვაში დაეხმარებათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203