
ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელეტუალური და კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჭადრაკი, რომელსაც მოსწავლეები დიდი შემართებით სწავლობენ.
„ჭადრაკი - გონების ხელოვნებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალისებენ მოსწავლეთა ინტელექტულურ შესაძლებლობებს, მათ ჩართულობას კონკურსებში.
რაღა თქმა უნდა, მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ სასკოლო საჭადრაკო ტურნირს - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“. ტურნირის l ტურში გაიმარჯვეს - ელიზაბეტ ჯიქიძენ,დანიელ დემურიამ, ნიკოლოზ ნოზაძემ, იოანე წითაშვილმა.
სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსუსრვებენ.
„ნონა გაფრინდაშვილის თასის“ l-ტურის გამარჯვებულებს - ელიზაბეტ ჯიქიძეს, დანიელ დემურიას, ნიკოლოზ ნოზაძეს, იოანე წითაშვილს ვულოცავთ წარმატებას…წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის…ეს მხოლოდ დასაწყისია…“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: