თბილისის N106 სკოლის მოსწავლე თეკლა შუბითიძემ ლათინო-ამერიკული ცეკვების საერთაშორისო ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა
29-04-2026

ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლაში მე-5ვ კლასის მოსწავლის მნიშვნელოვანი წარმატებით ხარობენ. 

​საბერძნეთის ქალაქ ათენში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე თეკლა შუბითიძემ ბრწყინვალედ იასპარეზა და მოიპოვა: ოქროს მედალი კატეგორიაში - Juveniles Solo – Tango, ვერცხლის მედალი Juveniles Solo – Quickstep-ის კატეგორიაში, Juveniles Solo – Samba-ს კატეგორიაში კი  ბრინჯაოს მედალი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს ულოცავენ წარმატებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ეს წარმატება არის შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის ნათელი მაგალითი ვულოცავთ თეკლას ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას მომავალში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203