თბილისის N96 სკოლაში დედაენის დღე არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიებით აღინიშნა
30-04-2026

საქართველოს სიყვარული ბავშვობიდან იწყება, შესაბამისად, თბილისის N96 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მომავალ თაობას ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა დედაენის დღე - თარიღი, რომელიც გვახსენებს როგორ დაიცვა ქართველმა ერმა ენა, ღირსება და იდენტობა. 

თბილისის N96 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი ღონისძიება.

სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები, შექმნეს თემატური ჟურნალები, წიგნები და დეკორაციები.

მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრების წარმოდგენისა და გაზიარების მიზნით ქართული ენის პედაგოგებთან ერთად მოაწყვეს გამოფენა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203