თბილისის N96 საჯარო სკოლის დირექტორი და მასწავლებლები კონფერენციაში - „მეთოდი მოქმედებაში: თეორიიდან ცოცხალ გაკვეთილამდე“ მონაწილეობდნენ
29-04-2026

თბილისის N96 საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორის ხელმძღვანელობით, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, აზიარებენ ცოდნას და იღებენ ახალ გამოცდილებას. 

სკოლის დირექტორმა, სუსანა შოშიაშვილმა, ქიმიის უფროსმა მასწავლებელმა, ოლგა ოდიშელიძემ და მათემატიკის უფროსმა მასწავლებელმა - ნინა მეტრეველმა, მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში სახელწოდებით - „მეთოდი მოქმედებაში: თეორიიდან ცოცხალ გაკვეთილამდე“. 

კონფერენცია ჩატარდა „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტ - პლიუსის“ ორგანიზებით.

მასწავლებლებმა წარმოადგინეს თავიანთი საგნების ფარგლებში მომზადებული, ექსპერიმენტზე დაფუძნებული მოხსენება და კონფერენციაზე შეკრებილ კოლეგებს წარმოუდგინეს მათ მიერ ჩატარებული ინოვაციური გაკვეთილების მაგალითები.

ფოტოები: შპს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტ - პლიუსი“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203