მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებასთან დაკავშირებით, სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული ღონისძიება-გაკვეთილი - მუსიკასა და ხელოვნებაში.
გაკვეთილის ფარგლებში, მე-5 კლასის მოსწავლეებმა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ერთად ექსპრომტად წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს დედამიწის დაცვის მნიშვნელობაზე.
მოსწავლეებმა შექმნეს და გააფერადეს თემატური ნახატები, მოუსმინეს შესაბამის მუსიკას, გაეცნენ ხელოვნების სხვა ნიმუშებს და ამ გზით, თავიანთ მასწავლებლებთან - თეა მერლანთან და ქეთინო პირველთან ერთად, კიდევ ერთხელ მოეფერნენ ჩვენს პლანეტას.
ღონისძიების მონაწილეებმა ზოგადსაგანმანათლებლო მიზნით ისაუბრეს ეკოლოგიურ გამოწვევებზეც და კიდევ ერთხელ აღნიშნეს ადამიანის უდიდესი პასუხისმგებლობა და როლი ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.
იხილეთ ფოტოები: