იფარის საჯარო სკოლაში პატრიარქის ღვაწლის მოსაგონარი საღამო გაიმართა
29-04-2026

25 აპრილს, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე შესრულდა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივსაცემად, მისი სულის მოსახსენებელი ლიფანეს (სვანური საკურთხის) სუფრა გააწყო და ასევე მისი ღვაწლის მოსაგონარი საღამო მოამზადა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პურ-მარილი, რომელიც ძირითადად ქართულის მასწავლებელმა, მარეხ კორძაიამ ითავა, ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს დაურიგდათ.

მოსწავლე-მასწავლებლებმა გაიხსენეს პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი უდიდესი ღვაწლის ქვეყნის წინაშე.

„მასწავლებლებიც, რა თქმა უნდა, გეახელით თითო გემრიელ ლუკმას და ბარემ ჩვენი ღვთივგანსვენებული პატრიარქის შესანდობარიც ვთქვით“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203