„პროგრამა მოდიციფირდება ისე, რომ ეფექტური გახდეს მასწავლებელთა დეფიციტის მართვა“...
29-04-2026

მასწავლებლის სახლი პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“ ცვლილებებს გეგმავს, თუმცა მანამდე სპეციალები შეისწავლიან არსებულ მონაცემებს და ამის მიხედვით გადაწყდება, რომელ რეგიონში რა მიმართულებითაა საჭირო პროგრამის გაფართოება.

„მიღებული თვისებრივი მონაცემების საფუძველზე, ცენტრის მიერ გაანალიზდება შედეგები და შემუშავდება რეკომენდაციები, რათა პროგრამა უფრო მეტად მორგებული გახდეს კონტექსტზე და მოხდეს პროგრამის მოდიციფირება ისე, რომ ეფექტური გახდეს მასწავლებელთა დეფიციტის მართვა მთისა და ბარის შორეულ სოფლებში.“, - განაცხადა მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა.

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განმარტებით, „ადგილობრივ დონეზე ჩატარდა კვლევა...  მოსწავლეები, მშობლები აღიარებენ, რომ სწავლის ხარისხმა მოიმატა სწორედ მივლინებული მასწავლებლების დამსახურებით“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203