მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ​მოსწავლეებისთვის დედამიწის დღე დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა
29-04-2026

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები განსაკუთრებული ჟრიამულითა  და შემოქმედებითი სამზადისით შეხვდნენ დედამიწის დღეს.

22 აპრილი, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების მასწავლებლის - ნატა შიოლაშვილის ხელმძღვანელობით, დაუვიწყარ დღესასწაულად აქციეს.

ყველაფერი საინფორმაციო ფილმის ჩვენებით დაიწყო. პატარებმა ნახეს ჩვენი საერთო სახლის - დედამიწის - სილამაზე და გაითავისეს ის საფრთხეები, რომლებიც მას ემუქრება. თეორიული ნაწილი მალევე შეიცვალა პრაქტიკული, შემოქმედებითი აქტივობებით:

პირველკლასელებმა მონდომებით გააფერადეს დედამიწის ფოტოები, სადაც საკუთარი ფანტაზიით გააცოცხლეს მწვანე კონტინენტები და ლურჯი ოკეანეები.

მე-2 კლასელებმა საკუთარი სათქმელი პოსტერებზე გადაიტანეს და კლასში ნამდვილი ეკოგამოფენა მოაწყვეს.

მეოთხეკლასელებმა კი სკოლის ეზოში  ფერადი ცარცებით დედამიწა დახატეს და თანატოლებს საკუთარი ხელით დამზადებული საინტერესო ბროშურები წარუდგინეს.

განსაკუთრებით დატვირთული გამოდგა მესამე კლასის დღის წესრიგი. მათ პლანეტას დღესასწაული ორიგინალურად მიულოცეს და შემოქმედებით მასტერკლასს - „მარჯვე ხელებს“ უმასპინძლეს. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს თემატური პრეზენტაცია, რის შემდეგაც თაბაშირისგან დამზადებული დედამიწის მოდელები გააფერადეს.

დღის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი „მწვანე ბარათების“ გადაცემა იყო. მე-3 კლასელებმა ოფიციალურად მიიღეს „დედამიწის გულშემატკივრისა და მეგობრის“ სტატუსი, რაც მათთვის გარემოზე ზრუნვის დამატებითი სტიმული გახდა.

 პატარების მიერ ორგანიზებული ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დედამიწაზე ზრუნვა ყველა ასაკშია შესაძლებელი - მთავარია მონდომება და „მარჯვე ხელები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203