
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლაში გლოვაა. სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ელდარ გუსეინოვი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.
სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თაზარდაცემულია ამ უდიდესი ტრაგედიის გამო, დიდ გულისტკივილს გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლა დიდი მწუხარებით იუწყება: გარდაიცვალა სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ელდარ გუსეინოვი, 28 აპრილს ავტო ავარიის შედეგად. თანავუგრძნობთ გარდაცვლილი ელდარის მშობლებს და ცურტავის თემს“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში.
etaloni.ge -ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ელდარ გუსეინოვის ოჯახსა და სკოლას. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მოსწავლის გარდაცვალების გამო.