
გასული კვირის მანძილზე თბილისის N200 საჯარო სკოლა მასპინძლობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტს - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის".
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური განათლების განვითარებას რეგიონებში, რაც საშუალებას აძლევს რეგიონის სკოლებში დასაქმებულ ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების პრაქტიკა.
მე-200 საჯარო სკოლა ერთ-ერთი მასპინძელი სკოლაა, რომლის ადმინისტრაცია პროექტის ფარგლებში უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან.
პროექტში ჩართულ მონაწილეებს სუპერვიზიას თბილისის N200 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი - თამთა საფარაშვილი უწევდა, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.
პროექტის მონაწილეები დაესწრნენ საგაკვეთილო პროცესს, გაეცნენ მრავალფეროვან რესურსს და აქტივობებს, რომლის გამოყენებითაც საგნის მასწავლებლები გაკვეთილებზე სამუშაო პროცესს წარმართავენ.
იხილეთ ფოტოები: