ლეჟბადინის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წიგნის საერთშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს 
29-04-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

23 აპრილს სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა. მე-4 კლასელებმა თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართეს. 

ღონისძიების დასაწყისში კლასის ხელმძღვანელმა საიდა კარიმოვამ მოსწავლეებს ამ დღის დაარსების ისტორია გააცნო.

მოსწავლეებმა წაკითხული ლიტერატურის შესახებ ისაუბრეს და შთაბეჭდილებები გაუზიარეს, შემდეგ კი წიგნები გაცვალეს და ერთმანეთს წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცეს. 

მოსწავლეებმა წარმოდგენაც გამართეს, სადაც წიგნის კითხვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203