ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
24 აპრილი სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. წელს სომხები გენოციდის 111 წლისთავს აღნიშნავენ. თარიღს გამოეხმაურნენ მე-11 კლასის მოსწავლეები.
„აღნიშნული დღე ჩვენთვის არა მხოლოდ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების სიმბოლოა, არამედ ღირსებისა და სამართლიანობის დაცვის მშვიდობიანი გამოხატულება. ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენ პატივს ვაგებთ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას და ამავდროულად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ისტორიული სიმართლის აღიარების აუცილებლობის შესახებ,-აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს წარსული, ისაუბრეს ისტორიაზე, წაიკითხეს ლექსები.
დამსწრე საზოგადოებამ ღონისძიება დადებითად შეაფასა. ღონისძიების დასრულების შემდეგ სასკოლო საზოგადოება - მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად წავიდნენ ადგილობრივ ეკლესიაში და სანთლები დაანთეს მსხვერპლთა ხსოვის პატივსაცემას.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ფატიმა ხოცანიანი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: