ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია როგორც შემეცნებითი, ისე შემოქმედებითი აქტივობებით და მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.
ახლახან, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე შექმნეს დიორამები.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ შემოქმედებით პროცესში და შთამბეჭდავი ნამუშევრებიც შექმნეს.
„დიორამა არის ტექსტის მიხედვით შექმნილი სამგანზომილებიანი სცენა. მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას, დეტალების დამახსოვრებას, ტექსტის გაცოცხლებით კი დიდ სიამოვნებას იღებენ, ვიზუალურად აღიქვამენ წაკითხულს, სწავლობენ უცხო სიტყვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა კლასში წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები, საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და ისაუბრეს თუ როგორ შექმნეს დიორამა.
სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი სირანუშ არევიანი.
იხილეთ ფოტოები: