
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. გაიმართა კვირეული, რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება თუ აქტივობა გააერთიანა.
დედაენის კვირეულის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა განახორციელეს - შეავსეს თემატური კროსვორდი.
აქტივობა იყო როგორც სახალისო, ისე შემეცნებითი - ბავშვებმა დიდი ინტერესითა და ჩართულობით იმუშავეს, გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური უნარები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი აქტივობები აძლიერებს სიყვარულს მშობლიური ენის მიმართ და ხელს უწყობს მის უკეთ გაცნობასა და დაფასებას.
იხილეთ ფოტოები: