
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში, ეკოკლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოეწყო კვირეული სახელწოდებით - „დედამიწა ჩვენი სახლია!“
კვირეულის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა:
საგანმანათლებლო გაკვეთილები დაწყებით კლასებში: ეკოკლუბის წევრმა მოსწავლეებმა დაწყებით კლასებში ბუნებისმეტყველების გაკვეთილები ჩაატარეს.
გაკვეთილი ინგლისურ ენაში: მეოთხეკლასელებმა ინგლისური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე (მასწავლებელი მაია ჩხეიძე) უცხოურ ენაზე იმსჯელეს დედამიწის პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე. აქტივობის დასასრულს ბავშვებმა თემატური პოსტერი შექმნეს.
ვიქტორინა: მეხუთე კლასში ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა და ეკოკლუბის პრეზიდენტმა, ბარბარე ჯიშკარიანმა ჩაატარა ვიქტორინა - „დედამიწა ჩვენი სახლია!“
სადამრიგებლო საათები:
მეორეკლასელებმა (დამრიგებელი ნინო უგულავა) კლასის საათი დედამიწის დღეს მიუძღვნეს და შექმნეს პოსტერი „დედამიწა ჩვენი სახლია!“
მესამე კლასში (დამრიგებელი შორენა ჭავჭანიძე) ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა დევიზით: „22 აპრილი დედამიწის დღეა!“ დედამიწის მოვლაზე იზრუნეს და მისი გადარჩენისთვის საინტერესო გეგმა შეიმუშავეს.
ჩატარდა კლასის საათი მეოთხე კლასში(დამრიგებელი იამზე ფანცულაია), თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია!“
თემატური კლასის საათი ჩატარდა მეხუთე კლასშიც (დამრიგებელი მარიამ ფანჩულიძე).
საინფორმაციო კამპანია: მომზადდა ბუკლეტები, რომლებიც დარიგდა როგორც სასკოლო საზოგადოებაში, ისე თემში. ასევე, დამზადდა პოსტერები, რომლებიც „ეკოკედელზე“ განთავსდა.
მეორადი გამოყენება: ია ტერელაძის ხელმძღვანელობით, მეორადი ნივთებისგან დამზადდა ფანქრების ჩასადებები - „მხიარული სათავსო“, რომლებიც ეკოკლუბმა საჩუქრად თორმეტივე კლასს გადასცა.
კინოჩვენება: მოეწყო ფილმის - „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“ - ჩვენება და დისკუსია (მასწავლებელი ელიზა ლიპარტელიანი).
გამწვანების აქცია: მშობლისგან (მაია ჩხეიძე) ეკოკლუბმა საჩუქრად მიიღო ზეთისხილის ნერგი, რომელიც სკოლის ეზოში დაირგო.
იხილეთ ფოტოები: