
მემორანდუმის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის და სოფელ ქუტირის საჯარო სკოლებს შორის დაწყებული თანამშრომლობა საერთო ინტერესებისა და ფასეულობების გარშემო გაერთიანებული მოსწავლეების ერთობის საუკეთესო მაგალითია.
ეს დღე განსაკუთრებული იყო ივანდიდის საჯარო სკოლის მეათეკლასელებისა და ეკოკლუბის წევრებისთვის, რადგან მათ საკუთარი წვლილი შეიტანეს პროექტის - „პატრიარქის ბაღის“ - განაშენიანებაში.
„გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენმა მეგობარმა სკოლამ თავისი მხარდაჭერით შეგვაძლებინა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და „მწვანე დროშის“ მოპოვება. რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ეკოკლუბის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია ფეიქრიშვილს და სკოლის დირექტორს, ბატონ ზურაბ თოდუას“, - აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ივანდიდის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლია ჩიხლაძე, მუდმივად მხარს უჭერს ეკოკლუბის ინიციატივებსა და მეგობარ სკოლებთან თანამშრომლობას.
„მადლობა მას ყველა ახალი იდეის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.