
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღის ფარგლებში საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა გაიმართა.
V კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს ლამაზი და უნიკალური სანიშნეები, რომლებიც გამორჩეული იყო ფერებითა და ინდივიდუალური ხედვით. მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრები წარმოაჩენდა მათ ინტერესს წიგნისა და კითხვის მიმართ.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში კითხვის კულტურის გაძლიერება და წიგნისადმი სიყვარულის წახალისება.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას და მათ მოტივაციას აძლევს, წიგნების სამყაროში ახალი აღმოჩენები გააკეთონ.
„იკითხე და აღმოაჩინე სამყარო“ - ეს გზავნილი კიდევ ერთხელ გახდა დღის მთავარი იდეა, რომელიც მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზია წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: