
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ქურდიანმა სვანეთის საჭადრაკო ჩემპიონატში მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა.
სვანეთის ჩემპიონატი ჭადრაკში, 25 აპრილს, ბეჩოს კულტურის სახლში გაიმართა და მასში მონაწილეობდა 150 მოსწავლე.
ჩემპიონატი ჩატარდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეულის გამგეობისა და ახალგაზრდული თვითმმართველობის ბეჩოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით.
მულახის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ მოსწავლეს წარმატებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეს, ნინო ქურდიანს რომელმაც ტურნირში საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა. ვულოცავთ, ყველა გამარჯვებულს საპრიზო ადგილის მიღებას და ყველა მონაწილეს ტურნირში ასპარეზობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: