ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - როდის არის სავალდებულო საფეხურის ქულის ცვლილება
03-05-2026
როგორ დავაკორექტიროთ საფეხურის ქულა და რომელ საფეხურზეა აუცილებელი მონაცემების ასახვა? - საფეხურის ქულის კორექტირება სავალდებულოა ყველა მოსწავლის შემთხვევაში, ვინც დაასრულა საბაზო ან საშუალო საფეხური, მათ შორის დონე დაძლეული მოსწავლეებისთვის.

მონაცემების მოდულიდან აირჩიეთ მოსწავლის ბარათი: ფილტრაციის ველში ჩაწერეთ მოსწავლის მონაცემები, აირჩიეთ ძიების ღილაკი და თუ აფასებთ არააქტიურ მოსწავლეებს (მაგალითად უკვე ამორიცხულებს/დონედაძლეულებს) „სტატუსის“ შესაბამის გრაფაში უნდა აირჩიოთ „არააქტიური“.

საფეხურის შეფასების დასამატებლად აირჩიეთ დამატების ღილაკი, შედეგების ტიპებიდან აირჩიეთ საფეხური> სასურველი საფეხური > ჩაწერეთ საფეხურის საშუალო ქულა. შესანახად დააჭირეთ შენახვის ღილაკს. 

საფეხურის ქულის კორექტირება შეუძლია დირექტორს ან მისი როლის მქონე მომხმარებელს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203