მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე შემოქმედებითი, ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს
29-04-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერებით გამოირჩევიან. 

22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა. სკოლის მოსწავლეებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ გლობალური გარემოსდაცვითი ღონისძიება. მათ სკოლაში სხვადასხვა გარემოს დაცვის მხარდამჭერი აქტივობა განახორციელეს.  შექმნეს პლაკატები დედამიწის დაცვისკენ მოწოდებით. გამოუშვეს კედლის გაზეთი სახელწოდებით -  „დედამიწა ჩვენი სახლია“. მოიძიეს ინფორმაცია დედამიწის შესახებ, შექმნეს ბუკლეტები და დაარიგეს, რითაც ხელი შეუწყვეს დედამიწის დაცვის დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას. 

უმცროსკლასელებმა კი თარიღი შემოქმედებითი, ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს.

დაწყებითი კლასის მოსწავლეების გულწრფელი სიტყვებით და ფერებით გაცოცხლდა ჩვენი პლანეტა თითოეულმა მათგანმა საკუთარი პირობა მისცა დედამიწას, რომ იზრუნებენ მისი უფრო სუფთა, უფრო მწვანე და უფრო მზრუნველი მომავლისთვის. „ცვლილება ჩვენით იწყება! პატარა საქმეები იცავს დიდ სამყაროს!“,- აღნიშნეს ერთად პატარებმა. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203