
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისოა. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს, აქტივობებსა და სტრატეგიებს მიმართავენ.
ახლახან, პირველკლასელებმა შეგრძნებების სამყაროში იმოგზაურეს.
პატარებმა თვალახვეულებმა დააგემოვნეს სხვადასხვა ხილი და მხოლოდ გემოს დახმარებით ცდილობდნენ ამოეცნოთ, რას მიირთმევდნენ.
სახალისო და საინტერესო აქტივობამ კიდევ ერთხელ დაანახა პატარებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი შეგრძნების ორგანოები.
„ვსწავლობთ თამაშით და გამოცდილებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: