
დედაენის კვირეულის ფარგლებში, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს. პატარებმა, რომლებმაც სულ ახლახან დაამთავრეს პირველი სახელმძღვანელოს გაცნობა, საოცარი ემოციით გააცოცხლეს ქართული ენის სილამაზე.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები, აქტივობა კი სახალისო კროსვორდის შევსებით დაგვირგვინდა. ამ ინტერაქტიულმა თამაშმა ბავშვებს საშუალება მისცა, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად განემტკიცებინათ და კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყვნენ, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სწავლა ერთი ლამაზი თავგადასავალია.