ინგლისური ენის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები
04-05-2026
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტ “სერტუსის” ფარგლებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ასევე დასაქმების მაძიებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა შეაფასონ ინგლისური ენის ცოდნის დონე და უმოკლეს ვადაში მიიღონ შესაბამისი ოფიციალური სერტიფიკატი.
 
აპლიკანტთა რეგისტრაცია 11 მაისის 09:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდა 13 მაისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.
 
მორიგი ტესტირება 27 მაისს არის დაგეგმილი, რომლისთვისაც რეგისტრაცია 14 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 25 მაისს, 09:00 საათზე დასრულდება.
 
„სერტუსის“ ინგლისური ენის გამოცდა ელექტრონულ ფორმატში, თვეში ორჯერ ტარდება და სრულად შეესაბამება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს. ტესტი ენის ცოდნის დონეს საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად განსაზღვრავს. მონაწილეებს გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ როგორც სრულად, ისე ცალკეული კომპონენტების მიხედვით. სრული ტესტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადა 3 წელია.
 
აღნიშნული სერტიფიკატი აღიარებულია საქართველოს არაერთი უმაღლესი სასწავლებლის მიერ და ასევე გამოიყენება სხვადასხვა ორგანიზაციაში კადრების შერჩევისა და შეფასების პროცესში.
 
2026 წლის „სერტუსის“ გამოცდების კალენდარი https://naec.ge/#/ge/post/2907
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203