როცა ცოდნა და მეგობრობა ერთიანდება - გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში შემეცნებითი ვიქტორინა ჩატარდა
28-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მრავალფეროვან საგანმანათლებლო ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა - ჩატარდა შემეცნებითი ვიქტორინა, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები და ქართული ენის სიყვარული.

ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ვიქტორინა კი მოიცავდა როგორც ზოგად შეკითხვებსა და ბლიც-ტურნირს, ისე სახალისო ენისგასატეხებსა და სიღრმისეულ კითხვებს ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ. მოსწავლეებმა არამხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ სწრაფი აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარები გამოავლინეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია თაობათა შორის კავშირი, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შედგა. მე-11 კლასის მოსწავლეებმა უფროსი მეგობრებისა და მენტორების როლი მოირგეს - ისინი ჟიურის წევრებად მოგვევლინნენ; ამგვარი ჩართულობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სკოლის პრიორიტეტს - მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობისა და ლიდერული თვისებების განვითარებას.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებსა და გამარჯვებულ გუნდს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203