წარსული მომავლის ენით - გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟები „გააცოცხლეს“ 
28-04-2026

დედაენის კვირეული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში  განსაკუთრებული მუხტით აღინიშნა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი, რომელიც ერთგვარი ხიდია ქართულ კლასიკურ მწერლობასა და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ პროგრესს შორის. იაკობ გოგებაშვილის უკვდავი პერსონაჟები, რომლებზეც თაობები გაიზარდნენ, მოსწავლეების შემოქმედებითი ხედვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გაცოცხლდნენ.

გორელოვკის N3 საჯარო სკოლის საგანმანათლებლო ფილოსოფია მუდმივ ინოვაციებს ეფუძნება. ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირებით, პატარებმა არა მხოლოდ გაიაზრეს „დედაენის“ მოთხრობები, არამედ თავადვე გარდაისახნენ საყვარელი გმირების პროტოტიპებად. ეს პროცესი გასცდა უბრალო გაკვეთილის ფარგლებში და იქცა ნამდვილ აღმოჩენად, სადაც ბავშვებმა საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ შეუძლია ციფრულ ინსტრუმენტებს ეროვნული საგანძურის ახლებური გააზრება.

აღნიშNული აქტივობა გახლავთ კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ ტრადიცია და ინოვაცია ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, პირიქით, კლასიკური ლიტერატურისა და AI-ტექნოლოგიების შერწყმა სწავლის პროცესს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. 

იხილეთ ფოტოები, სადაც პატარა მოსწავლეები წარსულს მომავლის ენით გვიყვებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203