ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში 
28-04-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. გაიმართა კვირეული, რომელსაც არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება გააერთიანა. 

ქართული ენისადმი მიძღვნილი დღეები კი 14 აპრილს დაგვირგვინდა შემაჯამებელი ღონისძიებით  -„ენა დედაა ერისა“. 

მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, მოხატეს ქართული ასო-ბგერები, დაამზადეს პოსტერები და ხელნაკეთი წიგნები. 

ასევე დაწყებით კლასებში მოეწყო მხატვრული კითხვა და კალიგრაფიული წერა. ბავშვებმა დედაენაზე ფრაზები ასომთავრული ანბანით დაწერეს.

აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ შეახსენა მათ ენის როლის ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203