ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს
28-04-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, შესაბამისად მოსწავლეებიც მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობით შეუერთდნენ. 

VIII კლასის მოსწავლეებმა ხატია ხუციშვილის ხელმძღვანელობით ინგლისურ ენაზე წარმოგვიდგინეს ფილმი და სლაიდები და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რამდენად მნიშვნელოვანია, მოვუაროთ ჩვენს დედა-პლანეტას.

სკოლაში ასევე მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, უფროსკლასელთა ინიციატივით კი დასუფთავდა სკოლის გარე პერიმეტრი და სოფლის გარკვეული ტერიტორია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203