ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება ინტელეტუალური კონკურსის საქალაქო ტურში
28-04-2026

ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

მოსწავლეთა გუნდმა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, საქალაქო ტურზეც ასახელა სკოლა. 

25 აპრილს, N1 საჯარო სკოლაში „ტვინების ბრძოლის“ საგაზაფხულო სეზონის საქალაქო ტური ჩატარდა.

აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლის გუნდებმა ორ კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზეს:

გუნდმა „ერუდიტმა“ (8 U) – მოიპოვა პირველი ადგილი და გახდა საქალაქო ტურის, აბაშის ჩემპიონი. გამორჩეული ასპარეზობისთვის გუნდი დაჯილდოვდა საპატიო დიპლომით.

გუნდმა „მეგობრობა“ (5 U) კი მესამე ადგილი დაიკავა და სკოლას კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა.

მესამე გუნდის „ჩირაღდანის“ პატარა მონაწილეებმაც იასპარეზეს, ( კლასი III და IV) მათ დააგროვეს 35 ქულა და უამრავი დადებითი ემოცია!

„ჩვენი პატარების გზა ახლა იწყება. ისინი საუკეთესოები არიან და ზუსტად ვიცით, რომ მომავალში არაერთხელ გვასახელებენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით. 

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, სკოლის სახელით ვულოცავთ წარმატებით ასპარეზობას გამარჯვებულ გუნდებს და ვუსურვებთ წარმატებებს რეგიონულ ასპარეზობაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203