
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ.
რაღა თქმა მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 21 მარტი - თარიღი, როდესაც მსოფლიო ტყის დაცვის დღეს აღნიშნავს.
მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთი ტყის მნიშვნელობისა და მისი დაცვის აუცილებლობის შესახებ. ისაუბრეს ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მნიშვნელობაზე, გარდა ამისა, ბავშვებმა დარგეს ნერგებიც და აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს გაუმჯობესებაში.
„ბუნებაზე ზრუნვა ხომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“,- განაცხადეს მოსწავლეებმა და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსადმი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
იხილეთ ფოტოები: