პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს 
28-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამოეხმაურნენ ქართული ენის დღეს. გაიმართა ღონისძიება, რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე, ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის უნიკალურობაზე. შთამბეჭდავი იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც - ბავშვებმა იმღერეს და საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს. 

მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ცოდნა გაიმდიდრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203