ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება ონტოფოს საჯარო სკოლ​აში 
28-04-2026

აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა დედაენის დღე.

პედაგოგ ეკა ესიავას ინიციატივით, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, რომელიც განმსჭვალული იყო ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ  ჩართულნი, როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები, რამაც კიდევ უფრო გაამდიდრა და გაალამაზა ეს მნიშვნელოვანი დღე.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და ემოციით წაიკითხეს ქართული პოეტების გამორჩეული ლექსები, შეასრულეს სიმღერები, რომლებიც ენისა და სამშობლოს სიყვარულს ასახავდა. მათ ასევე ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, მის ისტორიასა და იმ დიდ პასუხისმგებლობაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია მშობლიური ენის დაცვასა და განვითარებაში.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თეატრალურმა დადგმამ, რომელიც ბარბარიზმების გამოყენებას შეეხებოდა. ეს წარმოდგენა საინტერესოდ და სახალისოდ წარმოაჩენდა იმ საფრთხეებს, რაც ქართულ ენას ემუქრება უცხო სიტყვების გადაჭარბებული გამოყენების გამო, და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სუფთა, გამართული ქართული მეტყველება.

ღონისძიება გამორჩეული იყო თავისი შინაარსითა და ემოციური დატვირთვით.

„მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ დედაენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203