მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს
29-04-2026

„დედამიწა ჩვენი სახლია“ - აღნიშნავენ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. გაიმართა დასუფთავების აქცია. მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად დაასუფთავეს სკოლის სტადიონი და პარკი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის გააზრება და ბუნების სისუფთავის შენარჩუნება.

მონაწილეებმა შეაგროვეს ნარჩენები, დაასუფთავეს ტერიტორია და იზრუნეს სკოლის გარემოს გაუმჯობესებაზე.

„მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203